შემაჯამებელი რეფლექსია
გავიარე ინტელის ტრენინგი
„ პროექტებით სწავლება“.ეს
ერთერთი საინტერესო ტრენინგი
იყო ,რადგან ჩვენი უნიჭიერესი ტრენენრის
დახმარებით მნიშვნელოვანი ცოდნა შევიძინე და გავიგე თუ როგორ დავიწყო
პროექტზე მუშობა და რა საფეხურები
უნდა გავიარო ,რომ პროექტი
იყოს სრულყოფილი და მოსწავლეზე ორიენტირებული. როგორ უნდა გამოვიყენო
ტექნოლოგიები რომ ხელი შეუწყო მოსწავლეთა
სწავლების პროცესს და მათი სწავლების
შეფასებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით ტრენინგის
დასაწყისში გავეცანით ინტელის
სახეხელმძღვანელოს და შევქმქნი
ჩემი თემისათვის საჭირო
პუბლიკაცია აადმინისტრაციისათვის კოლეგის
და მშობლისათვის ,ყურადღება გავამახვილეთ
21- საუკუნის უნარ-ჩვევებზე , ვიმუშავეთ საგნობრივ
სტანდარტსა და ინდიკატორებზე, შევარჩიე ჩემი პროექტისათვის მორგებული
სტანდარტები და ინდიკატორები
,ვიმუშვეთ პროექტის სასწავლო
მიზნების განსაზღვრაზე ვისაუბრეთ
და შევჯერდით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე
რომელიც დავყავით ზოგად თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.განვიხილეთ შეფასების
სხვადასხვა მეთოდები განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი
, ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებებზე მათ დამოუკიდებელ მუშაობასსა
და დიფერენცირებაზე , ვისწავლეთ საავტორო
უფლებების დაცვა. ყურადღება გავამახვილეთ
გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე
.განვიხილეთ მოსწავლეთა სწავლის
აღქმის სტილი: ვიზუალისტები
,აუდიალისტები და კინესთეტიკები. ძალიან სასიამოვნოდ
ისაუბრა ტრენერმა თითოეულ
მათგანზე და შემოგვთავაზა
პედაგოგიური რჩევები, რეკომენდაციები.
ეს ტრენიგი ჩემთვის
ძალიან მნიშვნელოვანი ,საინტერესო
და ნაყოფიერი იყო ,რადგან
ძალიან კარგად გავიგე
როგორ უნდა დავიწყო
სასწავლო პროექტის კეთება,
რათა ჩემი მოსწავლეები
იყვნენ უფრო მეტად მოტივირებულები და ხალისით ასრულებდნენ
მათზე დაკისრებულ სამუშაოებს
. ყოველივე ამისთვის
მადლობას ვუხდი ჩემს ტრენერს
, რომელმაც დეტალურად ნაბიჯ
- ნაბიჯ და მარტივად
შეგვასწავლა , ეს რთული სატრენინგე
მასალა , როგორიცაა პროექტებით სწავლება . ის
ცდილობდა ყოველი დღის ტრენინგი ყოფილიყო
პოზიტიური და მოტივირებული.
ტრენინგში მონაწილეობამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,
ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.ამისათვის ჩემს ტრენერს
დიდი მადლობა ხოლო ჩემს კოლეგებს
ვუსურვებ წარმატებებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий