вторник, 4 июля 2017 г.

5 დღის რეფლექსია

ჩვენ  გავდივართ   ინტელის ტრენინგს  "პროექტებით  სწავლება"  ,სადაც  მოსწავლეთა  საჭიროებიდან  გამომდინარე  შევარჩიე  თემა  "  დინოზავრები  ჩვენს  ქვეყანაში" .
თემის  შერჩევის  შემდეგ    შევქმენი  პუბლიკაციები, გავეცანი  ელექტრონულ  სახელმძღვანელოს  "VUIWER",რომელიც  მეტად  საინტერესო    და  მნიშვნელოვანი  იყო.  ჩამოვაყალიბეთ  და  დავაკონკრეტეთ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.საჭიროებიდან  გამომდინარე  შევარჩიე  ის  საგნები  რომელიც  მჭირდება  ჩემი  პროექტის  განსახორციელებლად.და  მოვნიშნეშნეთ  სტანდარტებიდან  ის  ინდიკატორები  რომელიც  მნიშვნელოვანი  იყო  პროექტისთვის. . გავეცანით  საკვანძო  კითხვებს  და ჩემთვის  საინტერესო  იყო  რადგანაც  კითხვები  დავყავით  სამ  კატეგორიად :  ზოგადი  ,თემატური  და  შინაარსობრივი. დავადგინეთ  მოსწავლეთა  საჭიროებები  :  რა  ვიცი , რა  მინდა  ვიცოდე  და  რა  ვისწავლე .  შევისწავლეთ  ბლოგის  შექმნა და მასზე  ინფორმაციის  განთავსება  .მეტად  საყურადღებო  და  კარგი  მოსასმენი  იყო  საუბარი  საავტორო  უფლებებსა და  ბიბლიოგრაფიაზე. რომელიც  აუცილებლად  უნდა  იყოს  დაცული.
  ჩემთვის  ეს    ხუთი  დღე  მნიშვნელოვანი  და  საინტერესო  იყო  , რადგან  პროექტი  კარგად  რომ  დავგეგმო  და  განვახორციელო   პირველ  რიგში  უნდა  გავიარო  სწორედ  ის   ეტაპები  რომელიც  ამ  ხუთმა  დღემ  მომცა. განსაკუთრებით  უნდა  აღვნიშნო  პუბლიკაციის  შექმნა  .

Комментариев нет:

Отправить комментарий